Saturday, October 19, 2013


პროექტის სახელწოდება : მთის ტრადიციები ქართულ ლიტერატურაში
პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეების მიერ ლიტერატურულ ნაწარმოებებში მთის ტრადიციების მოძიება და შედარება.
პროექტის აქტუალობა და მიზნები: მოსწავლეები იძიებენ და აანალიზებენ მთის კუთხის ტრადიციებს, აკვირდებიან სხვადასხვა რიტუალებს, იკვლევენ საერთოდ გამქრალსა თუ ფერშეცვლილ ადათ-წესებს; გაეცნობიან აღნიშნულ თემაზე დაწერილი ნაწარმოებების ავტორების ბიოგრაფიას და შემოქმედებას, ეპოქას, შეგროვილი მონაცემების მიხედვით შექმნიან ფოტო ალბომებს, ბროშურებს, მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციას და ა. შ. საბოლოოდ ყველა მონაცემი გაერთიანდება ერთ საიტზე.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 15-16წ.
ვადები და ხანგრძლივობა: ორი თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები : კვლევა, მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, ჯგუფური მუშაობები, მიზნობრივი ექსკურსიები; დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რა შეიძლება შეიქმნას: ჩანახატები, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია, ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ლიტერატურული ნაწარმოებები, კომპიუტერი,
პროექტის მსვლელობა: გაეცნობიან თავიანთი ქვეყნის ადათ-წესებს, უკეთ შეიცნობენ ერის ისტორიას, კულტურასა და ხასიათს; გაარკვევენ თანამედროვე ტრადიციების საფუძვლებს; გააცნობიერებენ მათ უარყოფით თუ დადებით მხარეებს, შეადარებენ და გაანალიზებენ გამოკვეთილ ფასეულობებს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული -სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა ,ინტერნეტი)სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, ლიტერატურული ნაწარმოებების, ბიოგრაფიების გაცნობა, მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა, მსჯელობის, კვლევის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა.
ისტორია-გაეცნობიან ეპოქას, მთის კუთხეების ტრადიციებს, ეთნოგრაფიულ მდგომარეობას.
გეოგრაფია-იქ გაეცნობიან აღნიშნული კუთხეების გეოგრაფიულ მდებარეობას, გამოიკვლევენ მცხოვრებთა დემოგრაფიულ მდგომარეობას.
ხელოვნება- მთაში არსებული კულტურული ძეგლების მოძიება , ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობისას წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა, მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებაში(ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია), პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
ისტ-ი -ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნათია გარუჩავა
პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: garuchavanatia@gmail.com

No comments:

Post a Comment